საქართველომ სომხეთს 2 ძებნილი პირი გადასცა

2019-02-06 19:18:22
173

საქართველომ სომხეთში ორი ძებნილი პირის ექსტრადირება განახორციელა. ალბერტ ბლბულიანი და არმენ კარადავიდოვი 2017 წელს ერევნის ცენტრში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით იძებნებოდნენ. 

2017 წლის სექტემბერში ერევნის რესპუბლიკის მოედნის მიდამოებში, სომხეთის მთავრობის სახლის სიახლოვეს შეიარაღებული ინციდენტი მოხდა, რომლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. მაშინ სს საქმე 3 – ბევრი ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში გზით განხორციელებული მკვლელობის, მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვის მუხლებით აღიძრა. ამ მუხლებით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი სამუდამო პატიმრობაა.

2017 წლის შეაიარღებული ინციდენტის დროს მოკლული პირი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვააგნ აბგარიანი აღმოჩნდა, ხოლო დაჭრილი გაგიკ მოვსისიანი – მისი უახლოესი გარემოცვის წევრი. 

ამ საქმეზე ერთ–ერთი ბრალდებული  – რაფიკ ხაჩატრიანი ცხელ კვალზე დააკავეს, კიდევ ორი –  ალბერტ ბლბულიანი და არმენ კარადავიდოვი ძებნაში გამოაცხადეს. 

„საქართველოს სამართალდამცველმა ორგანოებმა დააკმაყოფილეს სომხეთის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა ბლბულიანისა და კარადავიდოვის სომხური მხარისთვის გადაცემის შესახებ. მათი ექსტრადირება 5 თებერვალს განხორციელდა“,– ნათქვამია სომხეთის გენპროკურატურის ვებ–გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. 

მისივე ცნობით, ძებნილი პირები საქართველოს ტერიტორიაზე 2017 წლის ოქტომბერში აღმოაჩინეს.