რუსეთში „მართლმადიდებლური“ ტელეფონი შექმნეს

2019-02-06 19:04:52
1220

ლუქს–ტელეფონებისა და სმარტფონების რუსულმა მწარმოებელმა Caviar-მა ღილაკებიანი "Tsar-ტელეფონი" ("მეფე-ტელეფონი") გამოუშვა.

მოდელი სახელმწოდებით „Владимир Золотой“ რუსეთში ქრისტიანობის გამავრცელებელი ერისთავ ვლადიმირს ეძღვნება,– იუწყება რუსული მედია.

სატელეფონო აპარატის კორპუსი ოქროთია დაფარული. სახურავზე ამოტვიფრულია მართლმადიდებლური ჯვარი ძველ რუსულ სტილში შესრულებული ორნამენტების ფონზე.

სერიაში წარმოდგენილია ახალი ტელეფონის „საქმიანი“ ვერსიაც, რომელშიც ჯვრით შემკული ოქროს პანელი შავი ტყავითაა შეცვლილი.

„ოქროს ვლადიმირის“ ღირებულება 279 000 რუბლს შეადგენს.