სიახლე ტაქსის მფლობელებისთვის: თბილისის მერიაში რეფორმის დეტალებზე ისაუბრეს

2019-02-06 16:41:45
373

ტაქსების თეთრად გადაღებვის პროცესი მიმდინარე წლის 1 მარტიდან დაიწყება. როგორც დღეს გაირკვა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულ კომპანია „ალმაა“

როგორც დედაქალაქის ვიცე–მერმა ირაკლი ხმალაძემ განმარტა, კომპანია ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს მანქანებს რეკლამის განთავსების სანაცვლოდ გადაუღებავს:

"კომპანია 1 მარტიდან ტაქსის ნებართვის მფლობელებზე ორი სახის ვაუჩერს გასცემს: თეთრ ფერზე გადაღებვის და ტაქსების ინტერიერის წმენდის. ჩვენ შევქმენით საკმაოდ ეფექტური და კარგი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, კომპანია ამის სანაცვლოდ თანხებს არ მოითხოვს ტაქსის ნებართვის მფლობელებისგან, ის მათ სატრანსპორტო საშუალებებზე განათავსებს რეკლამას ორი წლის ვადით და ამის სანაცვლოდ უზრუნველყოფს შეღებვას. ამ შეღებვის და ინტერიერის წმენდის ვაუჩერით სარგებლობის უფლება აქვთ იმ ტაქსის ნებართვის მფლობელებს, რომლებმაც 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით მიიღეს მგზავრთა გადაყვანის მომსახურების ნებართვა. ჩვენ საინფორმაციო კამპანიასაც დავიწყებთ ამ დღეებში, თუ როგორ უნდა ისარგებლონ ამ ვაუჩერებით და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ვაუჩერით სარგებლობა შეეძლებათ მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, რომლებსაც გავლილი ექნებათ სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება. თქვენ იცით, რომ ჩვენ ეს კონკურსი მივაბით თბილისის სატრანსპორტო კომპანიის კუთვნილი მეტროს და ავტობუსების რეკლამების აუქციონს. შედგა ეფექტური ვაჭრობა, 11 მილიონიდან დაიწყო და 14 მილიონ ლარს ასცდა. გამარჯვებულია კომპანია "ალმა", ეს არის საკმაოდ კვალიფიციური კომპანია და მზად არის 1 მარტიდან გასცეს ვაუჩერები რეკლამების განთავსების სანაცვლოდ",- განაცხადა ხმალაძემ.

ცნობისთვის: მიმდინარე წლის პირველ ოქტომბრამდე ტაქსის ამ სერვისში დასაქმებულებს ავტომანქანების თეთრად გადაღებვა მოუწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველ ჯერზე 200 ლარიან ჯარიმას დაექვემდებარებიან. დეტალები იხილეთ http://www.accentnews.ge/ge/news/details/60270