აზერბაიჯანში მიწისძვრების შემდეგ ვულკანების გააქტიურებას ელიან

2019-02-06 15:41:42
502

აზერბაიჯანში, შემახაში და ჩრდილოეთ გობუსტანში მომხდარმა მიწისძვრებმა შესაძლოა, ვულკანების გააქტიურებაზე გავლენა იქონიოს. ამის შესახებ აზერბაიჯანულ გამოცემა „ტრენდს“ ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიისა და გეოფიზიკის ინსტიტუტის წარმომადგენელმა ადილ ალიევმა განუცხადა.

მეცნიერის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიებზე მდგომარეობის შემოწმების მიზნით, ექსპედიციის ორგანიზება უნდა მოხდეს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიწისძვრა 5–ჯერ მოხდა. ყველაზე ძლიერი 6-ბალიანი იყო. უკანასკნელი მონაცემებით, დაშავებულთა რაოდენობა 30–მდე გაიზარდა, დაზარალდა 14 სოფელი.