ჟოზე მოურინიოს პირობითი პატიმრობა შეუფარდეს

2019-02-06 12:01:26
167

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო პირობით პატიმრობას დასთანხმდა.

ესპანური მედიის ცნობით, ესპანეთის სასამართლომ მაურინიოს გადასახადების დამალვის გამო ერთწლიანი პატიმრობითი სასჯელი განუსაზღვრეს და ორი მლნ ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრეს.

მოურინიო პატიმრობის ვადას პირობითად მოიხდის, რადგან აქამდე სისხლის სამართლის დანაშაული არასოდეს ჩაუდენია. იმ შემთხვევაში, თუ ჟოზე ბრალდებას არ დაეთანხმებოდა, მას 3.3 მილიონი ევროს გადახდა მოუწევდა.