მეუფე პეტრე: "ვისურვებდი, ღირსეული სასულიერო პირების რიგი დადგეს მატროსოვის ციხესთან"

2019-02-06 10:11:04
519

ვისურვებდი, ღირსეული სასულიერო პირების რიგი დადგეს მატროსოვის ციხესთან, – ასე ეხმიანება მეუფე პეტრე საპატრიარქოს განცხადებას, რომლის თანახმად, მღვდელმსახურებს დეკანოზის ზიარების უფლება მიეცათ, ოღონდ, საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში.

“მე ვისურვებდი, რომ [საპატრიარქოს განცხადების შემდეგ] ღირსეული სასულიერო პირების რიგი დადგეს მატროსოვის ციხესთან. საერთოდ, დღემდე არათუ ზიარება, სასულიერო პირებს არ უშვებდნენ მამა გიორგისთან, აი, ჩემგან რამდენიმე სასულიერო პირს ჰქონდა სურვილი, რომ მამაოს გასაუბრებოდა, ენუგეშენებინა, პირადად მოესმინა მისთვის და უთხრეს, რომ პატრიარქის კურთხევის გარეშე აღარ შეგიშვებთ, არათუ საზიარებლად, მღვდლებს აღარ უშვებდნენ”, – განაცხადა ჭყონდიდელი მიტროპოლიტმა ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას.

ცნობისთვის: საპატრიარქოს მიერ გუშინ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ნებისმიერ მღვდელმსახურს შეუძლია გიორგი მამალაძის ზიარება, თუმცა, ეს სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა იქნება.