გურჯაანის ბაღების გაერთიანება 1000 ლარით დაჯარიმდა

2019-02-06 10:35:40
226

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანება 1000 ლარით დაჯარიმდა. მიზეზი სოფელ ვეჯინში საბავშვო ბაღის ახლადრეაბილიტირებულ სამზარეულოში არსებული დარღვევები გახდა. ამ ფაქტის გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სააღმზრდელო დაწესებულება დროებით დახურა. ბაღის რეაბილიტაცია სამი თვის წინ დასრულდა და სამუშაოები გურჯაანის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ორჯერ ჩაიბარა. ბაღის რეაბილიტაციისთვის 25 000 ლარი დაიხარჯა. გურჯაანის მერიაში ხარვეზის გამოსწორებისათვის 5 დღიან ვადას ითხოვენ.