თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ხანძარია

2019-02-05 19:26:12
304

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ერთ–ერთ მშენებარე ობიექტზე მდებარე დარაჯის ჯიხურს ცეცხლი მოეკიდა. ცეცხლი შენობიდან ხეებზე გავრცელდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საშიშროება არ დგას.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.