„ტყეში კვლავ არ გვიშვებენ, რაც იმის ნიშანია, რომ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსები მოძრაობენ“

2019-02-05 14:12:44
338

ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ დამფუძნებლის დავით ქაცარავას ინფორმაციით, პოლიციამ მოძრაობის წევრებს საბადომდე გადაადგილების უფლება მისცა, თუმცა მიმდებარედ არსებულ ტყეში არ უშვებს.   

„გადმოვინაცვლეთ ტალკის საბადოზე, ტყეში კვლავ არ გვიშვებენ, რაც იმის დამადასტურებელი ნიშანია, რომ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოძრაობენ რუსები, მოცემულ სქრინზე თეთრი წყვეტილი ხაზი საოკუპაციო ხაზი, წითლად კი ჩვენს მიერ მონიშნულია ტყის მასივის სავარაუდო არეალი, რომელსაც დღევანდელი მოცემულობით რუსები დაეპატრონენ.ყვითელი რგოლები კი საბადოებია, რომლებზეც ოკუპანტები აცხადებენ პრეტენზიას.
შეგახსენებთ, ჩორჩანის საბადოები არასოდეს ხვდებოდნენ ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში.
აქ ვართ და ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი მიწა-წყლისთვის!!!
არ გვაქვს უფლება დავთმოთ ჩვენი მიწა!!“,– წერს ქაცარავა.  

ამავე თემაზე:

ვიდეო ▶ ანტისაოკუპაციო მოძრაობას გადაადგილების უფლება შეუზღუდეს: „სიტუაცია საგანგაშოა!“