გურანდა გაბუნია გარდაიცვალა

2019-02-04 21:04:15
176

80 წლის ასაკში გარდაიცვალა თეატრისა და კინოს მსახიობი გურანდა გაბუნია.

ტელეკომპანია "იმედის" ცნობით, გარდაცვალების მიზეზი ავადმყოფობა გახდა. 

გურანდა გაბუნიას 20-მდე ქართულ ფილმში სხვადასხვა როლი აქვს შესრულებული. სხვადასხვა დროს იყო მარჯანიშვილის, რუსთაველის და რუსთავის დრამატული თეატრების მსახიობი. 

გურანდა გაბუნია საქართველოს სახალხო არტისტის წოდებას ფლობდა. 1997 წელს ფოთის საპატიო მოქალაქეც გახდა. მიღებული აქვს ღირსების ორდენი. იყო ასევე კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი.