უფასო მედიკამენტების პროგრამას აუდიტის სამსახური სწავლობს

2019-02-04 16:11:30
141

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ზაზა ბოხუას განცხადებით, უფასო მედიკამენტების პროგრამას სახელმწიფო აუდიტის სამსახური სწავლობს და შესაბამის ანგარიშს დადებენ. ამის შესახებ ბოხუამ გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას” დღევანდელი განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

„ამ დეტალებთან დაკავშირებით აუდიტის სამსახური არსებობს, მუშაობს და დადებენ ალბათ ანგარიშს, როცა შესწავლილი იქნება. ჩვენ მათ ვუპასუხებთ, როცა შედეგები დადებული იქნება“, - განაცხადა ზაზა ბოხუამ.

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მოუწოდებს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული მედიკამენტების უფასო პროგრამა შეისწავლოს.