"უკანასკნელი არჩევნები არ იყო კარგი საქართველოს იმიჯისთვის თუ მისი პრაქტიკისთვის. თუ ეს ტენდენციაა, ამას აუცილებლად ექნება გავლენა [ორი ქვეყნის] ურთიერთობაზე“

2019-02-03 13:22:36
303

ამერიკის ყოფილი ელჩის უკრაინასა და უზბეკეთში,  „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის პროგრამების ხელმძღვანელ ჯონ ჰერბსტის განცხადებით, "უკანასკნელი არჩევნები [2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები] არ იყო კარგი საქართველოს იმიჯისთვის თუ მისი პრაქტიკისთვის".  

ამის შესახებ ჯონ ჰერბსტი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აცხადებს. 

„პირველი, უსაფრთხოების საკითხებზე შესანიშნავი თანამშრომლობაა. ვაშინგტონისთვის, ძალზედ ღირებულია საქართველოს წვლილი სხვადასხვა მისიაში, ავღანეთში და ა.შ. მათ ესმით, რომ საქართველომ ბევრი რამ გააკეთა თავდაცვის კუთხით, რომ მზად ყოფილიყო ნატოში ინტეგრაციისთვის. მეორე, დემოკრატიის და რეფორმების საკითხია. საქართველომ 2003 წლის შემდეგ მოიპოვა ძალიან კარგი რეპუტაცია. და ბევრი ადამიანი ვაშინგტონში, საქართველოს მეგობრები, ღელავენ, რომ უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე ჩვენ უკუსვლას ვხედავთ… უკანასკნელი არჩევნები არ იყო კარგი საქართველოს იმიჯისთვის თუ მისი პრაქტიკისთვის. თუ ეს ცალკეული შემთხვევაა და ჩვენ ღიად ვიხილავთ დემოკრატიულ ჩარჩოებში დაბრუნებას, ეს არ იქნება მნიშვნელოვანი. მაგრამ თუ ეს ტენდენციაა, ამას აუცილებლად ექნება გავლენა [ორი ქვეყნის] ურთიერთობაზე“, - განაცხადა ჰერბსტმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.