"თუ საქართველო დემოკრატიულ ნაწილს დაკარგავს, ის დასავლეთის ბევრი ქვეყნის, მათ შორის აშშ–ის დღის წესრიგიდან გაქრება"

2019-02-03 13:15:23
152

თუ საქართველო დემოკრატიულ ნაწილს დაკარგავს, ის დასავლეთის ბევრი ქვეყნის, მათ შორის შეერთებული შტატების დღის წესრიგიდან გაქრება, - ამის შესახებ "ატლანტიკური საბჭოს" წარმომადგენელი ლარა ლინდერმანი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს.

როგორც ლინდერმანი ამბობს, შეერთებული შტატებისთვის საქართველოს მნიშვნელობის ერთ-ერთი განმაპირობებელი მისი დემოკრატიული განვითარებაა.

„საქართველო, რეგიონში და მის მიღმა, დემოკრატიული მახასიათებლებით გამოირჩევა... თუ დემოკრატიის კუთხით უკუსვლა მოხდება, საქართველო ამით დაკარკავს მთავარ კომპონენტს, ის რთულ სამეზობლოშია, უსაფრთხოების კუთხით რთულ მდგომარეობაშია, ეკონომიკა იზრდება, თუმცა სხვა ქვეყნებთან შედარებით, არც თუ ისე დიდია, ამიტომ თუ დემოკრატიულ ნაწილს დაკარგავს, ის დასავლეთის ბევრი ქვეყნის, მათ შორის შეერთებული შტატების დღის წესრიგიდან გაქრება“, - განაცხადა ატლანტიკური საბჭოს უფროსმა მკლევარმა, ლარა ლინდერმანმა.