თბილისში ბედნიერების ძეგლი დაიდგა

2019-02-01 18:10:55
372

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ბედნიერების ძეგლი დაიდგა. ძეგლი არქიტექტორმა ლევან ვარდოსანიძემ შექმნა, იდეის ავტორი კი პროფესორი არსენ გვენეტაძეა.

ძეგლზე დატანილია ოლიმპიურ ფერებში შეღებილი ხუთი რკალი, რაც ხუთ კონტინეტს ნიშნავს. ძეგლის თავზე გამოსახულია ნოტები და სამეცნიერო სიმბოლიკა - მეცნიერებისა და ხელოვნების სინთეზის საილუსტრაციოდ. სკულპტურა გვირგვინდება მზის ფიგურით.

„ეს იდეა წლინახევრის წინ დამებადა. ლევან ვარდოსანიძემ ესკიზი შექმნა. უნივერსიტეტმა და ყველა იმ ადამიანმა, რომელსაც სიამოვნება და ბედნიერება მხოლოდ თავისთვის არ უნდა, უზრუნველყო მისი დადგმა“, - ამბობს არსენ გვენეტაძე.