ამინდი გაუარესდება

2019-02-01 15:34:25
1292

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღის ბოლოს ამინდი გაუარესდება და უამინდობა 3 თებერვლამდე გასტანს: 

„1 თებერვალს, დღის ბოლოდან 3 თებერვლამდე საქართველოს მაღალმთიან ზონაში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი. დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია წვიმა, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა“.

სააგენტოსვე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია, მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.