კარანტინის მიუხედავად, H1N1-მა აფხაზეთშიც შეაღწია

2019-01-30 14:42:44
184

10 იანვრიდან დე ფაქტო საზღვარზე მოქმედი კარანტინის მიუხედავად, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. “ღორის გრიპმა” შეაღწია. 

დე ფაქტო სახელმწიფო სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურმა სამსაუხრმა H1N1-ის შტამით ინფიცირების 7 შემთხვევა ოფიციალურად დაადასტურა, - იუწყება აფხაზური მედია.

მისივე ინფორმაციით, ორი დაავადებული ე.წ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს, დანარჩენები იზოლირებულები არიან და მკურნალობის კურსს გადიან.

დე ფაქტო სახელმწიფო სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის ცნობით, მედიკოსებმა დაავადებულთა მთელი გარემოცვის სანაცია განახორციელეს.

ცნობისთვის: დე ფაქტო საზღვრის ჩაკეტვამ გალის რაიონის მოსახლეობა მნიშვნელოვნად დააზარალა. ადგილობრივებს აფხაზი დე ფაქტო ომბუდსმენიც კი გამოესარჩლათ.