სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევა 1 თებერვლიდან იწყება

2019-01-29 21:59:44
270

სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2019 წლის საგაზაფხულო გაწვევა 1 თებერვლიდან იწყება, – შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ გამოსცა.

გაწვევის პროცესი 2019 წლის 29 ივნისამდე გაგრძელდება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა 1700-ით განისაზღვრა, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 1309-ით. შსს–ში – 920-ით, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა – 200-ით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა კი – 341-ით განისაზღვრა.

სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვევენ 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეებს, რომლებსაც, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.