„ბორჯღალოსნები“ „ბორჯღალოსნების“ წინააღმდეგ - სპარინგ მატჩი

2019-01-29 11:14:12
179

„რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ წინა სანაკრებო შეკრებაზე მყოფი ქართველი მორაგბეები ორ ნაწილად გაიყოფიან და ერთმანეთს სპარინგ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან.

თამაში ხვალ, 30 იანვარს, 11:00 საათზე შევარდენის სარაგბო ბაზაზე გაიმართება.

 დასწრება თავისუფალია და როგორც სამწვრთნელო შტაბმა აღნიშნა, „ბორჯღალოსნების“ მომზადებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მატჩს ბევრი გულშემატკივარი დაესწროს.