„ევექსმა“ მოსახლეობის უფასო ვაქცინაციისთვის გრიპის 4000 ვაქცინა შეიძინა

2019-01-28 16:11:26
134

„ევექსმა“ მოსახლეობის უფასო ვაქცინაციისთვის გრიპის 4000 ვაქცინა შეიძინა.

„ევექსის“  ინფორმაციით, 28 იანვრიდან "ევექსის" პოლიკლინიკებში უფასო ვაქცინაცია შეუძლია ჩაიტაროს ნებისმიერმა პირმა.

ვაქცინა - ვაქსიგრიპი, მწარმოებელი ქვეყანა საფრანგეთი.

ვაქცინაცია ცოცხალი რიგით მარაგების ამოწურვამდე განხორციელდება "ევექსის თბილისის" და რეგიონების პოლიკლინიკებში:

თბილისი:

"ევექსის" საბურთალოს პოლიკლინიკა - ვაჟა ფშაველას 40

"ევექსის" დიდუბის პოლიკლინიკა - ა. წერეთლის გამზირი 141ა.

"ევექსის" ისნის პოლიკლინიკა - ქ. წამებულის 69

"ევექსის" მთაწმინდის პოლიკლინიკა -  ვეკუას ქ. 3

"ევექსის" დიდი დიღმის პოლიკლინიკა - პეტრიწის 16

რეგიონები:

"ევექსის" ბათუმის პოლიკლინიკა - ს. ხიმშიაშვილის #20

"ევექსის" ზუგდიდის პოლიკლინიკა - მ.კოსტავას 1

"ევექსის" ფოთის პოლიკლინიკა - გამსახურდიას ქ. N6

"ევექსის" ქუთაისის პოლიკლინიკა - პ.იაშვილის ქ. 9/11

(R )