უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

2019-01-29 23:55:55
1979

30-31 იანვარს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში უმეტესად უნალექო, თბილი ამინდია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30-31 იანვარს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +14, +19, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

თბილისშიც ასევე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა კი +10, +12 გრადუსია მოსალოდნელი.