ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ს რეიტინგში დაქვეითდა

2019-01-28 15:26:58
172

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ს რეიტინგში დაქვეითდა. ბასილაშვილმა ორი საფეხურით უკან დაიხია და ამჟამად 1 820 ქულით 22-ე ადგილზეა. 

ნიკოლოზ ბასილაშვილაშვილის საუკეთესო შედეგი ATP-ის რეიტინგში მე-20 ადგილია. ქართველი ჩოგბურთელი 3-10 თებერვალს სოფიაში ითამაშებს, სადაც სავარაუდოდ, მე-5 ნომრად იქნება განთესილი.