ვიდეო ▶ ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე ბუდაპეშტიდან ჩამოასვენეს

2019-01-25 17:34:30
2007

ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე ბუდაპეშტიდან თბილისის აეროპორტში ჩამოასვენეს.თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გარდაცვლილის ოჯახის წევრები და კოლეგები იმყოფებოდნენ.

პანაშვიდი 26 იანვარს წყნეთში, გურამიშვილის N6-ში გაიმართება. მას 27 იანვარს, 15:00 საათზე, ქაშვეთის ეკლესიიდან გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ლევან ჩხაიძე ბუდაპეშტში 21 იანვარს გარდაიცვალა. მიზეზად თრომბი სახელდება. ის ბუდაპეშტში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.