ნობელიანტი მარიო ვარგას ლიოსა საქართველოში ჩამოდის

2019-01-24 15:08:02
161

82 წლის პერუელი პროზაიკოსი და დრამატურგი, ნობელის პრემიის ლაურეატი ხორხე მარიო პედრო ვარგას ლიოსა თბილისში ჩამოდის.

ნობელის პრემიის ლაურეატი საქართველოს სექტემბრის შუა რიცხვებში ეწვევა.

მწერალი საქართველოში წიგნის ეროვნული ცენტრისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სერვანტესის ფონდის მოწვევით ჩამოდის.