ლევან ჩხაიძეს ბუდაპეშტიდან ხვალ ჩამოასვენებენ

2019-01-24 11:55:30
402

ტელეწამყვან ლევან ჩხაიძის ცხედარს უნგრეთიდან საქართველოში ხვალ, 17:40 საათზე ჩამოასვენებენ. პანაშვიდი - 26 იანვარს წყნეთში, ფიროსმანის ქ. #6. მას კვირას, 27 იანვარს, 15:00 საათზე ქაშუეთის ეკლესიიდან გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ლევან ჩხაიძის გარდაცვალების გამო „TV პირველში“ გახსნილია სამძიმრის წიგნი. ადგილზე მეგობრებთან, კოლეგებთან ერთად პოლიტიკოსებიც მიდიან და სამძიმრის წიგნში ჩანაწერებს აკეთებენ.


ლევან ჩხაიძე ბუდაპეშტში 21 იანვარს გარდაიცვალა. მიზეზად თრომბი სახელდება. ის ბუდაპეშტში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.