„შავ ზღვაზე ძალიან სერიოზული გამოწვევებია“

2019-01-24 11:19:50
156

 

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე არ ყოფილა არანაირი მუქარა, რომ შეწყდება უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.

როგორც საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, ბრიუსელში გამართული შეხვედრებისას საუბარი არსებულ პრობლემებს შეეხო, თუმცა საკითხი შესაძლო შეჩერების შესახებ არ დამდგარა. ზურაბიშვილის თქმით, არსებობს პრობლემები, რომლის დაძლევაზეცსაქართველოს მხარემ უნდა იმუშაოს.

ამასთან პრეზიდენტმა შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და რეგიონში რუსეთის გააქტიურების შესახებ ისაუბრა.

„შავ ზღვაზე უსაფრთხოების მიმართ ძალიან სერიოზული გამოწვევებია: უკრაინაში რაც ხდება, რუსეთის გააქტიურება ამ კუთხით და აქ არის აუცილებელი, რომ გაძლიერდეს უსაფრთხოება ნატო–სთან ერთად. გზავნილები იყო ძალიან პოზიტიური იმ მხრივ, რომ დაფასებული არის ის ფაქტი, რომ 300 000-მა ქართველმა ისარგებლა ამითი, შემოვიდა ევროკავშირში და ეს არის ძალიან პოზიტიური. ამავე დროს ვიცით, რომ არიოს პრობლემები, მაგრამ ამ პრობლემებზე დიდი აქცენტი არ გაკეთებულა. არ იყო აქ არანაირი მუქარა რომ შეწყვეტილი იქნება ეს პროცესი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვიმუშავოთ,“- განაცხადა ზურაბიშვილმა.