ნინო ზამბახიძე: "რასაც შევწირე თავი, ვყიდი"

2019-01-22 17:24:00
1447

ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე Facebook-ში, საკუთარ გვერდზე წერს, რომ ფერმას, რომელსაც წლების განმავლობაში აშენებდა და აფართოებდა, ყიდის. ის მიზეზად სახელმწიფო ტენდერში უსამართლო დისკვალიფიკაციას ასახელებს.

“ 8 წელი ახალციხეში ვიცხოვრე იმ იდეით რომ ხარისხიანი პროდუქტი მეწარმოებინა, გრანტებიც მოვიგე და საქართველოს რეალობისთვის დიდი ფერმერული მეურნეობის მეპატრონეც გავხდი, ბევრი გამოწვევა იყო , მახსოვს 2010 წელს მოგებულ ტენდერზე გაფორმებული ხელშეკრულება როგორ შემიწყვიტეს და ასობით ათასი ვალი როგორ დაგვედო კომპანიაში, მაგრამ რაც არ გკლავს გაძლიერებს პრინციპით გავიტანეთ თავი, დაიწყო ახალი ერა სოფლის მეურნეობის აყვავების, ამ პერიოდში ფერმა დავხურეთ ძროხები ბრუცელოზით დაავადდა რატომ ამაზე პასუხი არ მაქვს ბევრი მიზეზი დასახელდა და დაკვლა მოგვიწია, აქაც ასობით ათასი ვალი დავიდეთ, ეხლაც მოგებული ტენდერი წავაგეთ! ასე რომ ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო , რასაც შევწირე თავი, რის გამოც გადავედი სოფელში საცხოვრებლად და დავტოვე შვილები დედის გარეშე ფაქტიურად , რასაც შეეწირა ჩემი ოჯახი ამას ყველაფერს ანუ ჩემ ფერმერულ მეურნეობას ვყიდი!”