ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა

2019-01-21 15:13:39
1416

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ტელეკომპანია “პირველის” 33 წლის ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა.

„აქცენტი“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს ლევან ჩხაიძის ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს.

ლევან ჩხაიძის გარდაცვალების გამო „ტვ პირველის“ 5 -საათიანი საინფორმაციო გამოშვება სპეციალური ფორმატით გავა.


ლევან ჩხაიძემ ჟურნალისტური საქმიანობა რადიო "ჯაკოში" დაიწყო. სხვადასხვა დროს მუშაობდა "იმედში", "მაესტროში", "იბერიაში", "მე-9 არხში". უკანასკნელ პერიოდში ის "TV პირველში" საინფორმაციო-პოლიტიკური გადაცემის წამყვანი იყო.