დღეს ებრაელები ხეთა ახალ წელს აღნიშნავენ

2019-01-21 12:26:15
278

დღეს ებრაელები ტუ ბიშვატს - ხეთა ახალ წელს აღნიშნავენ. ტრადიციულად, ისრაელში ამ ახალ წელს ოჯახი ერთ ხეს მაინც რგავს, საზეიმო სუფრას კი სულ მცირე, შვიდი სახეობის ხილით ამშვენებს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს ებრაელ ერს.

"განსაკუთრებით - ერთობლივი თანაცხოვრების უნიკალური ისტორიით გამორჩეულ ქართველ ებრაელთა თემს, წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ,"- წერია განცხადებაში.