ირანი და რუსეთი კავკასიის რეგიონში თანამშრომლობის გზებს სწავლობენ

2019-01-17 12:17:07
479

ირანი და რუსეთი კავკასიის რეგიონში თანამშრომლობის გზებს სწავლობენ,– იუწყება ირანული მედია.

მათივე ცნობით, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში თანამშრომლობის გაძლიერებაზე რუსეთში ირანის ელჩმა მეჰდ სანაემ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგორი კარასინმა ისაუბრეს.

ამავე წყაროს მიხედვით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან რუსეთის კავშირები და სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივები იყო.მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნულ რეგიონებში ორმხრივი ურთიერთობების დონე გაღრმავდება.