გენერალური პროკურატურა ვანში მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

2019-01-12 16:03:00
409

გენერალური პროკურატურა ვანში, ერთ–ერთ რესტორანში შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ ვანში, 11 იანვარს მომხდარი ინციდენტის გამოძიება დაიწყო. ფაქტის შესწავლის შედეგად გენერალური ინსპექცია დაადგენს, ჰქონდა თუ არა დაპირისპირებისას რაიმე სახის გადაცდომას ადგილი და ამის შემდეგ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დამატებით მიეწოდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.