ბიძინა გეგიძე – ირაკლი კობახიძეზე: "იმედგაცრუებული ვარ"

2019-01-12 15:53:26
615

"ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ იმედგაცრუებულია. 

„იმედგაცრუებული ვარ პარლამენტის თავმჯდომარის მოქმედებით და იმ შემოთავაზებული სცენარით, რომელიც მოსამართლეების სიას უკავშირდება. მან ვერ შეძლო პროგრესული და ღია პროცესის შექმნა, თუმცა, ეს მოსალოდნელი იყო“, - წერს ბიძინა გეგიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: დღეს ირაკლი კობახიძემ  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან გიორგი მიქაუტაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, რომ ჯერ მოსამართლეების არჩევის კრიტერიუმები და პროცედურა შემუშავდება, შემდეგ კი მოსამართლეების განახლებულ სიას წარმოადგენენ.