"ჰარდ როკ კაფე" გაქურდეს

2019-01-12 15:16:23
270

თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე "ჰარდ როკ კაფე" გაქურდეს.

დამნაშავეებმა დაწესებულების კარი მთლიანად ჩამოიღეს და 500 ლარი წაიღეს. 

შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევა 12 იანვარს დილით მოხდა და ქურდობაში, სავარაუდოდ, რამდენიმე არასრულწლოვანი მონაწილეობდა. შემთხვევის ადგილზე დილიდან მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. საქმის ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.