ვანში სავარაუდოდ, შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ

2019-01-12 14:41:18
633

ვანის ერთ-ერთ რესტორანში შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, – იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი 2".

მისიცე ცნობით, უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველებს ამ დროისთვის სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეჩერებული აქვთ.