„წარმოდგენილი 10-კაციანი სია არ გავა!"

2019-01-12 14:32:35
143

საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერი თამარ ჩუგოშვილი დარწმუნებულია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა წარმოდგენილი სია დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს და ჩავრადება.

"მე არ ვიცი, საბჭოს რა ჰგონია, რა გაიგო იმ პროცესებიდან, რაც პარლამენტში მიდის, მგონი ვერაფერი, მაგრამ დარწმუნებული ვარ შემდეგში - მათი წარმოდგენილი 10-კაციანი სია არ გავა! მოსამართლეების კანდიდატების მოსამართლეების შერჩევის პროცედურას შექმნის პარლამენტი, მხოლოდ ამის შემდეგ წარმოდგენილ 18 კანდიდატურაზე ვიმსჯელებთ", - წერს თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: დღეს ირაკლი კობახიძემ  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან გიორგი მიქაუტაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, რომ ჯერ მოსამართლეების არჩევის კრიტერიუმები და პროცედურა შემუშავდება, შემდეგ კი მოსამართლეების განახლებულ სიას წარმოადგენენ.

როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საბჭოს აქვს რესურსი პარლამენტს კიდევ წარმოუდგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურები.