„დაახლოებით 10 წელიწადში აშშ ჩინეთთან კონფლიქტში ჩაებმება და ევროპას მოუწევს, თავად შეაკავოს რუსეთი“

2019-01-12 14:21:44
244

ევროპაში აშშ-ის ძალების ყოფილი სარდალი, გენერალი ბენ ჰოთჯესი ვარაუდობს, რომ დაახლოებით, 10 წელიწადში აშშ ჩინეთთან კონფლიქტში ჩაებმება და ევროპას მოუწევს, თავად შეაკავოს რუსეთი.

„ჩინეთთან კონფლიქტის ზღვარზე ვართ. ცოტა ხნის წინ ვფიქრობდი, რომ ეს დაახლოებით 15 წელიწადში მოხდებოდა, თუმცა სადღეისოდ მიმაჩნია, რომ დაპირისპირებას 10 წელიც კი არ დასჭირდება. ამჟამად აშშ–ის არ აქვს იმის შესაძლებლობა, გაუკლავდეს ომს წყნარი ოკეანის რეგიონში და პარალელურად განაგრძოს რუსეთის შეკავება და ყველაფერი იმის კეთება, რასაც სადღეისოდ აკეთებს. ასე რომ, ევროპა უნდა იყოს იმდენად ძლიერი, რომ განაგრძოს რუსეთის შეკავება“, – განაცხადა ჰოთჯესმა LETA–სთან საუბრისას.