პარიზის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაშავდა

2019-01-12 13:35:46
215

პარიზის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაშავდა. ორი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულებს შორის სამი მეხანძრეა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე საფრანგეთის შს მინისტრი კრისტოფ კასტანერი მივიდა.

ცნობისთვის: ადგილობრივი დროით დაახლოებით, დილის 9 საათზე პარიზის ცენტრში, ტრევიზის ქუჩაზე მდებარე საფუნთუშეში მძლავრი აფეთქება მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, ადგილი ჰქონდა გაზის გაჟონვას.