სოხუმის ხელისუფლება, კარანტინის მიუხედავად, დე ფაქტო საზღვარს სრულად ვერ კეტავს

2019-01-12 00:12:27
350

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა 10 უანვრის საღამოდან დე ფაქტო საზღვარი ჩაკეტა. გადაადგილება 2 თვით არის შეწყვეტილი. მოტივად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ე.წ. ღორის გრიპის გავრცელება დასახელდა.

დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, “ამ დროისთვის შეზღუდულია როგორც საქართველოს ტერიტორიიდან რესპუბლიკა აფხაზეთში უცხოეთის მოქალაქეების შესვლა, ისე აფხაზეთის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე გადასვლა”.

აფხაზეთის მაცხოვრებლებს ამ შეზღუდვასთან დაკავშირებით კითხვები გაუჩნდათ, კერძოდ, აინტერესებთ, იქნება თუ არა დაშვებული გამონაკლისები.

ამ კითხვით გამოცემა «Апсадгьыл-инфо»-მ დე ფაქტო უშიშროების სამსახურის უფროს ზურაბ მარღანიას მიმართა.

რა თქმა უნდა, მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიისთვის დაშვებული იქნება გამონაკლისები. ყველამ ვიცით, რომ ჩვენი მოქალაქეები საქართველოში დადიან სამკურნალოდ. მათ შორის არიან ისინიც, ვინც პერიოდულად ქიმიოთერაპიის კურსს გადის. ჩვენ მათ გასვლასა და დაბრუნებას ვერ ავუკრძალავთ, ბოლოს და ბოლოს, ხომ ვერ მოვკლავთ ადამიანებს?! გარდა ამისა, არსებობენ ენგურჰესის სარემონტო ბრიგადები, ისინიც უნდა გავატაროთ. ამგვარად, ჩვენი უწყება საზღვარს სრულად ვერ დაკეტავს. შეზღუდვები იმისთვის შემოვიღეთ, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე “ღორის გრიპის” გავრცელების რისკები შევამციროთ» - განმარტა მარღანიამ.