ქართველი მსახიობი ირაკლი გრძელიშვილი „გრეის ანატომიაში“ ითამაშებს

2019-01-11 22:57:34
338

აშშ-ში მცხოვრები ქართველი მსახიობი ირაკლი გრძელიშვილი პოპულარული სერიალის „გრეის ანატომიის“ ახალ, მე-15 სეზონში ითამაშებს. ამის შესახებ თავად მსახიობი Facebook-ზე წერს.

ABC-ის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ სერიალს მსოფლიო მასშტაბით რამდენიმე მილიონიანი აუდიტორია ჰყავს და ტელეკომპანიის ისტორიაში ის ყველაზე რეიტინგულ სერიალად ითვლება.