აშშ-მა დაიწყო სირიიდან სამხედრო ძალის გაყვანა

2019-01-11 18:48:28
183

აშშ-ის სამხედრო უწყების ცნობით, სირიაში მყოფმა კოალიცური ძალების ამერიკულმა სარდლობამ ჯარების გაყვანი პროცესი დაიწყო.

„დაიწყო ჩვენი ძალების დაგეგმილი გასვლა სირიიდან,“ - განაცხადა პოლკოვნიკმა შონ რაიანმა, თუმცა უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მას დეტალებზე არ უსაუბრია.

ბრიტანეთში მდებარე "ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის" ხელთ არსებული ცნობით, 10 იანვარს ამერიკული ქვედანაყოფების გაყვანა დიწყო სირიის ჩრდილოეთ პროვინცია ჰასაკეჰში მდებარე რმეილანის საავიაციო ბაზიდან.