„ვინც არ მაღიარებს, იმას რა ვუყო, არ ვიცი“

2019-01-11 18:32:22
120

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის ყველასთან აპირებს თანამშრომლობას, „მაგრამ ამისთვის ორივე მხარე უნდა იყოს მზად“. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, აპირებს თუ არა ის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას და როგორ.

„სხვათა შორის, ჩემი გაგებით, შერიგება და ყველას პრეზიდენტობა უფრო ეხება საზოგადოებას, ვიდრე მაინც და მაინც პოლიტიკურ პარტიებს. მე არ მაქვს ვალდებულება, პოლიტიკური პარტიების გამაერთიანებელი ვიყო. თუმცა ვარ მზად ყველა პოლიტიკურ პარტიასთან მქონდეს ურთიერთობა. სხვათა შორის, ყველა მოწვეული იქნა ჩემს ინაუგურაციაზე, ყველას დაეგზავნა მოლოცვის წერილები, მაგრამ ის, ვინც არ მაღიარებს, იმას რა ვუყო, არ ვიცი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რანგში გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ.