„არც ერთი გუნდის დამსახურება არ არის, რომ პრეზიდენტი ვარ“

2019-01-11 17:49:55
184

„არც ერთი გუნდის დამსახურება არ არის, ეს არის დამსახურება ქართველი ხალხის, რომ მე ვარ პრეზიდენტი,“- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ჟურნალისტი  მოსამართლეების სიასთან დაკავირებით მმართველი გუნდისადმი მისი რჩევით დაინტერესდა.

სალომე ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის, მათ მიერ გამოხატული ნდობის და არა რომელიმე გუნდის დამსახურებაა ის, რომ ის საქართველოს პრეზიდენტი გახდა.

ჟურნალისტებმა პრეზიდენტს „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე დაპირისპირებაზეც ჰკითხეს.

„არ გადავალ იმ ზღვარს, რომელიც არ არის პრეზიდენტის კომპეტენცია,“- აღნიშნა ზურაბიშვილმა.