ავარია ჭავჭავაძეზე: მძღოლს გირაო შეეფარდა

2019-01-11 15:45:50
144

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე დაკავებულ სასწრაფო დახმარების ავტომანქანის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახედ 5 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა. შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს სახელმწიფო ბრალდებამ მიმართა.

ამასთან, პროკურორმა აღნიშნა, რომ საჭის მართვის დროს ბრალდებულს ჩაეძინა.  დაცვის მხარის პოზიციით კი  არ არის გამორიცხული, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო რთული სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე და საჭიროა ამ გარემოებებსაც მიექცეს ყურადღება. 

წინასასამართლო სხდომა 28 თებერვალს გაიმართება.