მარნეულში 15 წლის გოგო გარდაიცვალა

2019-01-11 15:35:07
794

მარნეულში 15 წლის მოზარდი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა, გუშინ საღამოს მოხდა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, გოგონა ოთახში ბუნებრივი აირის გამათბობელთან უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების თქმით, გოგონა საავადმყოფოში მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.   

ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე სსკ–ის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.