რა უნდა ვიცოდეთ ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუს“ შესახებ

2019-01-11 15:17:02
944

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს მოწოდების შემდეგ ფარმაცეფტულმა კომპანიებმა ანტივირუსულ პრეპარატზე „ტამიფლუ“ ფასი 30–ლარით დასწიეს, უკვე ხვალიდან კი პაციენტებს ექიმის დანიშნულების ქონის შემთხვევაში მედიკამენტის მიღება უფასოდ შეეძლებათ.

რა არის „ტამიფლუ“

სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ნიორაძე განმარტავს, რომ "ტამოფლუ“ არ არის, არც სიცხის დამწევი, არც ცემინებისა და ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტი. ის უჯრედში ვირუსის შეღწევადობას უშლის ხელს და მისი მიღება გრიპის ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენიდან პირველი 48 საათის განმავლობაშია რეკომენდებული, შემდეგ მისი მოქმედების ეფექტიანობა მცირდება. ამ მედიკამენტის ანოტაცია და მოქმედების მექანიზმი ინტერნეტში მოიპოვება ყველა ენაზე. 

ყველა ჩვენს კლინიკაში, გრიპის ვირუსით ჰოსპიტალიზირებულ ყველა პაციენტს, გასულია თუ არა 48 საათი, აღნიშნული მედიკამენტი, მაინც მიეწოდება“.  


"ტამიფლუ" იგ შემთხვევაში უსაფრთხო არ არის  

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მარიან ივანუშა მოსახლეობას აფრთხილებს:

„ჩვეულებრივი რესპირატორული სიმპტომების დროს ნუ მიიღებთ „ტამიფლუს". ეს არის სერიოზული პრეპარატი, რომელიც კონკრეტული გართულების შემთხვევაში ექიმის დანიშნულებით უნდა მივიღოთ. ანტივირუსულ პრეპარატს გააჩნია, ისეთი გვერდითი მოვლენები როგორიცაა გულისრევა, პირღებინება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ტკივილი კუჭის არეში, სისუსტე. ბავშვებსა და მოზარდებში შეიძლება გამოიწვიოს კონვულსია და ცხელების მსგავსი ნეიროფსიქიატრიული მოვლენები.

პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდირებული ორსულებისთვის. ანოტაციაში მითითებულია, რომ „ტამიფლუ" ორსულობის დროს უნდა დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც პოტენციური სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს. რეკომენდაცია იგივეა მეძუძური დედებისთვისაც. აკრძალულია პრეპარატის გამოყენება 1 წლამდე ბავშვებში. ასევე აკრძალულია „ტამიფლუს" მიღება მძღოლებისთვის".

„ტამიფლუ“ პროფილაქტიკისთვის

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ბესიკ შამუგიას განცხადებით, "ტამიფლუს" პროფილაქტიკის მიზანით გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია.

"გაუგებარია საქართველოში "ტამიფლუსთან" დაკავშირებული აჟიოტაჟი. ეს არის სერიოზული ანტივირუსული პრეპარატი, რომლის დანიშვნა შეუძლია მხოლოდ კვალიფიცირებულ ექიმს ავადმყოფის სიმპტომებიდან გამომდინარე, გრიპის ზუსტად დიაგნოსტირების შემთხვევაში. "ტამიფლუს" გამოყენება პროფილაქტიკის თვალსაზრისით კატეგორიულად მიუღებელია. პრეპარატის დანიშვნა ხდება მხოლოდ ექიმის კონტროლით. გარდა რეზისტენციისა, პრეპარატს გააჩნია სერიოზული გვერდითი ეფექტები", - აცხადებს შამუგია.

მედიკოსების განმარტებით, H1N1 მძიმედ მიმდინარეობს მოწყვლად ჯგუფებში (ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში, ორსულებში, მოხუცებში, ჩვილებში და დაგვიანებული მომართვიანობისას), და გრიპის ვირუსის გამოვლენისას დროულად უნდა მიმართოთ სამედიცინო პროფესიონალს

ცნობისთვის: სადღეისოდ გრიპის ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად გარდაცვალების 15 შემთხვევა ფიქსირდება. 

რა უნდა ვიცოდეთ გრიპის ვირუსის შესახებ: რეკომენდაციები