საქართველოში გრიპის ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი 15–მდე გაიზარდა

2019-01-11 14:43:10
135

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ქუთაისში გრიპის ვირუსით 27 წლის მამაკაცის გარდაცვალება დაადასტურა. ამ დროისთვის გრიპის ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული 15 შემთხვვა ფიქსირდება. 

„გიდასტურებთ ინფორმაციათ, რომელიც ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში 27 წლის მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელდა. ეს დადასტურებულია ლაბორატორიულად. სამწუხაროდ, დღევანდელი რიცხვით ამ სეზონზე ლაბორატორიულად დადასტურებული გარდაცვალების 15 შემთხვევა გვაქვს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამავე თემაზე: ანტივისურულ პრეპარატი უფასო ხდება

რა უნდა ვიცოდეთ გრიპის ვირუსის შესახებ: რეკომენდაციები