ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა რუმინეთი გახდა

2019-01-11 13:58:53
121

ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა რუმინეთი გახდა. საზეიმო ცერემონია ბუქარესტში გაიმართა და მას ორგანიზაციის ხელმძღვანელები დაესწრნენ, მათ შორის ევროპარლამენტის თავმჯდომარე, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები. დონალდ ტუსკი მიღებაზე სიტყვითაც გამოვიდა.

რუმინეთი ევროკავშირის წევრი 2007 წელს გახდა, პრეზიდენტი ქვეყნის სტატუსი კი მას 6 თვის განმავლობაში ექნება. ქვეყანას ორგანიზაციის ხელმძღვანელობა საკმაოდ რთულ პერიოდში უწევს. რუმინეთის პრეზიდენტობის დროს ევროკავშირმა "ბრექსიტის" საკითხი უნდა გადაწყვიტოს, მაისში კი ევროპარლამენტის არჩევნები ტარდება.