ანდრეა პირლომ ქართულად დასმულ კითხვას ქართულადვე უპასუხა

2019-01-11 13:41:08
262

ფეხბურთელმა ანდრია პირლომ სოციალურ ქსელ Facebook-ზე მომხმარებლის ქართულად დასმულ კითხვას ქართულადვე უპასუხა.


მომხმარებელსა და ფეხბურთელს შორის კითხვა–პასუხი Europebet-ის ოფიციალური გვერდის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე (რომელშიც პირლოც მონაწილეობს) შედგა.

ცნობისთვის: იტალიელი ფეხბურთელი ანდრე პირლო თბილისში 2018 წლის 2 ნოემბერს ევროპაბეთის რეკლამაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.