იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აშშ–ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი იმყოფებოდა

2019-01-11 13:08:56
202

საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსობმა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეხვედრები გამართა. ამერიკელი დიპლომატისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის შეხვედრა 1 საათს გაგრძელდა. ამ დროისთვის უცნობია ღონისძიებაზე განხილული საკითხები.

საბჭოს ცნობით, მიქაუტაძემ და უილსონმა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნის საკითხზე ისაუბრებს. ასევე იმსჯელეს მიმდინარე პროცესებზე. როგორც საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, გიორგი მიქაუტაძემ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს პარლამენტთან თანამშრომლობისა და პროცესის ღიაობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მზაობა დაადასტურა. 

"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სასამართლო სისტემის რეფორმის პროცესში მნიშვნელოვანი პარტნიორია", – ნათქვამია იუსტიციის საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიპლომატებთან შეხვედრას გეგმავენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

ცნობისთვის: ბოლო დროს იუსტიციის საბჭო ყურადღების ცენტრში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხის გამო მოექცა. საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებლად საქართველოს პარლამენტს 10–კაციანი სია წარუდგინა, რასაც არასამთავრობოთა მხრიდან მწვავე კრიტიკა, თავად მმართველ გუნდში კი განხეთქილება მოჰყვა. სიის განხილვა პარლამენტმა გაზაფხულისთვის გადადო.