აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარზე კარანტინი გამოაცხადა

2019-01-11 12:10:55
214

„ღორის გრიპის“ ვირუსის გამო, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარზე კარანტინი გამოაცხადა. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლის ალექსანდრე ჩიკვაიძის ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიიდან ენგურის ხიდზე გადმოსვლა ე.წ. ღორის გრიპის გამო შეიზღუდა და პროცესი სავარაუდოდ, 25 იანვრამდე გაგრძელდება.   

ცნობისთვის: გუშინ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დე ფაქტო საზღვარზე ჩატარდება საკარანტინო ღონისძიებები “გრიპის ვირუსით ინფიცირებულთა რესპუბლიკაში შეღწევის აღსაკვეთად”.

როგორც ლიუდმილა სკორიკმა აღნიშნა, სადღეისოდ აფხაზეთში H1N1 ვირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ არის აღრიცხული, თუმცა მოსახლეობას სიფრთხილე ჰმართებს და პირველივე სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მედიკოსებს უნდა მიმიმართოს. 

მისივე თქმით, დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაციის ორგანიზება მოახდინა და სადღეისოდ გრიპისგან 3 000-ზე მეტი ადამიანია აცრილი.