სირიიდან აშშ–ის სამხედრო ტექნიკა გადის

2019-01-11 10:22:39
89

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანა დაიწყო,– იუწყება CNN-ი. როგორც ტელეკომპანია ანონიმურ წყაროზე დაყრნდობით წერს, ამერიკული სამხედრო აღჭურვილობის პირველმა პარტიამ სირია უკვე დატოვა. უსაფრთხოების გათვალისწინებით, არ საჯაროვდება, თუ რა ტექნიკაზეასაუბარი და რა გზით მოხდა მისი გატანა.

მიმდინარე კვირის დასაწყისში პენტაგონში განაცხადეს, რომ ოპერაციული უსაფრთხოების გამო, ამერიკული ჯარების გადაადგილებისა და გაყვანის განგრიგიარ გასაჯაროვდება.

აშშ-ის პრეზიდენტმა სირიიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის განკარგულება დეკემბერში გასცა.